Article 28. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმა), სამსახურებრივი მოწმობა
1. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეები სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როგორც წესი, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით) ახორციელებენ. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) განმასხვავებელი ნიშნებისა და ემბლემების ნიმუშებსა და გამოყენების წესს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს მინისტრი.
3. მოსამსახურე ატარებს სამსახურებრივ მოწმობას. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. თავი VI მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა, სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება და სამსახურში აღდგენა
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
