1.ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების მომზადებასა თუ ჩატარებაში. ეს პირები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ამ ღონისძიებების მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, სპეციალურ სამსახურებს არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.
2.სპეციალურ სამსახურებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური მრწამსის და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.
3.სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3391 – ვებგვერდი, 24.09.2018წ.





