1.საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი .
2.საკრებულოს მორიგ სხდომებს, სამ თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.
