„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
Article 10. სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულებაა ძირითადი უძრავი ნივთის სერვიტუტით დატვირთვის შედეგად გაზრდილი ღირებულება. თუ მხარეთა მიერ განსაზღვრულია სერვიტუტის გადასახადის წლიური ღირებულება, გარიგების ღირებულებაა სერვიტუტის გადასახადის წლიური ღირებულების თანხა, რომელიც არ უნდა იყოს 5 წელზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მეტი. გარიგების წლიური ღირებულება არ უნდა იყოს 10 ლარზე ნაკლები.
