„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
Article 9. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულება
1. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულებაა მოთხოვნის ღირებულება.
2. იპოთეკის გარიგების ღირებულებაა იპოთეკის თანხა.
3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში აისახება თვით გარიგება და გარიგება მისი შესრულების უზრუნველყოფის შესახებ, გარიგების ღირებულებაა უფრო მეტი ღირებულების გარიგების ღირებულება.
4. საჯარო რეესტრში გირავნობის უფლებისათვის მინიჭებული რიგითობის შეცვლისას გარიგების ღირებულებაა რიგითობის შემცვლელი იმ უფლების ღირებულება, რომელსაც უფრო ნაკლები ღირებულება აქვს.
