„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
Article 16. საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
1. წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის ან განსაზღვრული წესით ამ ქონებით სარგებლობის შესახებ გარიგების ღირებულებაა იმ ქონების ფასი, რომელიც ექვემდებარება გაყოფას ან რომლის მიმართაც განისაზღვრება სარგებლობის წესი.
2. საქორწინო ხელშეკრულების ღირებულებაა იმ ქონების ფასი, რომელიც ამ ხელშეკრულების საგანია. მხედველობაში მიიღება უკვე არსებული ქონება. საქორწინო ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა იყოს 60 ლარზე ნაკლები.
3. საკუთრების უფლების შესახებ მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება მოწმობაში მითითებული ქონების ფასის 20 %-დან.
