1.ამ კანონით დადგენილია საქართველოს მევენახეობის შემდეგი ზონები და მევენახეობის შესაბამისი ქვეზონები: ა) კახეთი (ქვეზონები: შიდა კახეთი, გარე კახეთი); ბ) ქართლი (ქვეზონები: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი); გ) მესხეთი; დ) იმერეთი (ქვეზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი); ე) რაჭა; ვ) ლეჩხუმი; ზ) გურია; თ) სამეგრელო; ი) აფხაზეთი; კ) აჭარა.
2.საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრებს, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. თავი IV. ვაზის სარგავი მასალის წარმოება
