1.მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობის ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4035 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.490 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
