საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ქ. ქუთაისისა, ქ. მცხეთისა, ქ. რუსთავისა, ქ. გორისა, ქ. თელავისა, ქ. ზუგდიდისა, ქ. ფოთისა, ქ. ახალციხისა, ქ. ოზურგეთისა ან საქართველოს რომელიმე კურორტისა და ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა) პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს არ აქვს დადგენილი საფასური) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის − 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
2.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ქ. ქუთაისისა, ქ. მცხეთისა, ქ. რუსთავისა, ქ. გორისა, ქ. თელავისა, ქ. ზუგდიდისა, ქ. ფოთისა, ქ. ახალციხისა, ქ. ოზურგეთისა ან საქართველოს რომელიმე კურორტისა და ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის − 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო საშუალებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთებს ბლოკირებას, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ის აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 2 1 . ქ. ქუთაისში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს არ აქვს დადგენილი საფასური) − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 2 2 . ქ. ქუთაისში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო საშუალებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთებს ბლოკირებას, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ის აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
3.არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ პარკირების ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს.
4.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ქ. ქუთაისისა, ქ. მცხეთისა, ქ. რუსთავისა, ქ. გორისა, ქ. თელავისა, ქ. ზუგდიდისა, ქ. ფოთისა, ქ. ახალციხისა, ქ. ოზურგეთისა ან საქართველოს რომელიმე კურორტისა და ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა) სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
5.ქ. ქუთაისში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
6.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამკრძალავი ნიშნის „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე. შენიშვნა:
1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. 1 1 . შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირების უფლება აქვს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საცნობი ნიშნით მოსარგებლე სატრანსპორტო საშუალებას . მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან საცნობი ნიშნების მიმღებად განსაზღვრონ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ერთი და იმავე ხარისხის მქონე პირები , აგრეთვე აცნობონ სხვა მუნიციპალიტეტებს მათ მიერ დამტკიცებული საცნობი ნიშნების ( მათ შორის , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნების ) ფორმები . 1 2 . მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოზე გაცემული სპეციალური საშვი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნული სპეციალური საშვის ნიმუშს უგზავნის სხვა მუნიციპალიტეტს.
2.სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3.ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
4.ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290 1 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2389 – ვებგვერდი, 06.06.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4608 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარდა ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა, პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს არ აქვს დადგენილი საფასური) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარდა ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო საშუალებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. [ 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ქ. ქუთაისისა, ქ. მცხეთისა, ქ. რუსთავისა, ქ. გორისა, ქ. თელავისა, ქ. ზუგდიდისა, ქ. ფოთისა, ქ. ახალციხისა, ქ. ოზურგეთისა ან საქართველოს რომელიმე კურორტისა და ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა) პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს არ აქვს დადგენილი საფასური) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის − 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ქ. ქუთაისისა, ქ. მცხეთისა, ქ. რუსთავისა, ქ. გორისა, ქ. თელავისა, ქ. ზუგდიდისა, ქ. ფოთისა, ქ. ახალციხისა, ქ. ოზურგეთისა ან საქართველოს რომელიმე კურორტისა და ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის − 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო საშუალებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთებს ბლოკირებას, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ის აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] [ 2 1 . ქ. ქუთაისში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს არ აქვს დადგენილი საფასური) − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 2 2 . ქ. ქუთაისში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო საშუალებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთებს ბლოკირებას, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ის აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] 3. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ პარკირების ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს. [ 4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ქ. ქუთაისისა, ქ. მცხეთისა, ქ. რუსთავისა, ქ. გორისა, ქ. თელავისა, ქ. ზუგდიდისა, ქ. ფოთისა, ქ. ახალციხისა, ქ. ოზურგეთისა ან საქართველოს რომელიმე კურორტისა და ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა) სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე. 5. ქ. ქუთაისში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე. 6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამკრძალავი ნიშნის „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] შენიშვნა: 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. 1 1 . შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირების უფლება აქვს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საცნობი ნიშნით მოსარგებლე სატრანსპორტო საშუალებას . მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან საცნობი ნიშნების მიმღებად განსაზღვრონ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ერთი და იმავე ხარისხის მქონე პირები , აგრეთვე აცნობონ სხვა მუნიციპალიტეტებს მათ მიერ დამტკიცებული საცნობი ნიშნების ( მათ შორის , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნების ) ფორმები . 1 2 . მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოზე გაცემული სპეციალური საშვი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნული სპეციალური საშვის ნიმუშს უგზავნის სხვა მუნიციპალიტეტს. 2. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 3. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 4. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი. [ 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290 1 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2389 – ვებგვერდი, 06.06.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4608 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
The amendments this article has been through
Removed - No direct link to amendment, previous assessment incorrect
amending act №6563908Consequential reference in penalty framework; no substantive change.
amending act №6814790Describe your situation — we'll help you find the right specialist.