საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.ზომამცირე გემის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2.ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
3.ბაზირების პუნქტში ზომამცირე გემის შენახვის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
4.ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), ჩადენილი: ა) გემის განმასხვავებელი ნიშნების აღნიშვნის დადგენილი წესების დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; ბ) გემის ტექნიკური გაუმართაობით − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით; გ) პროგნოზირებული ან/და ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უგულებელყოფით, რომლებიც სახიფათოა გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
5.ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
6.ზომამცირე გემით სარგებლობის ან/და ცურვის წესების დარღვევა, ჩადენილი: ა) ნიჩბიანი ან გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავით ან ბაიდარით – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; ბ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40 ცხენის ძალამდეა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; გ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40-დან 60 ცხენის ძალამდეა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით; დ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 60 ცხენის ძალაა ან მეტია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ე) ჰიდროციკლით, იახტით, არათვითმავალი აფრიანი ზომამცირე გემით ან სამგზავრო გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
7.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა, ჩადენილი: ა) 15 მეტრამდე სიგრძის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ბ) 15-დან 30 მეტრამდე სიგრძის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; გ) 30 მეტრი ან მეტი სიგრძის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8.ამ მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. შენიშვნა : ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3779 – სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.406 საქართველოს 2019 წლის 12 დეკემბრის კანონი №5546 – ვებგვერდი, 13.12.2019წ.
The amendments this article has been through
Removed – no longer relevant after the comprehensive revision of Art. 103.
amending act №6563908Describe your situation — we'll help you find the right specialist.