საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 116^3. სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება
1. სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
