1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების (M 2 და M 3 კატეგორიები) გაჩერების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ან დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
1.ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2261 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. მუხლი 135 4 . საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება 1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2.საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
1.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი სამსახური, ფიზიკური ან იურიდიული პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ კონტროლის განმახორციელებლის მიერ ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო პირობების დარღვევის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 36 1 მუხლით დადგენილი წესით.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2261 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. მუხლი 135 5 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განხორციელება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით ან სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M 2 ან M 3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრაობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2.სპეციალური რეგულარული გადაყვანის (ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M 2 ან M 3 კატეგორიის) ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრაობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5295 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.