საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 135^2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილთან ან/და დროსთან შეუსაბამო ადგილას ან/და დროს მოძრაობა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე M 3 , N 2 , N 3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილთან ან/და დროსთან შეუსაბამო ადგილას ან/და დროს მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილთან ან/და დროსთან შეუსაბამო ადგილას ან/და დროს მოძრაობა იმ საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდების ან მის სასარგებლოდ გადატანის მიზნით, რომელიც განკუთვნილია ამ პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებისთვის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
