საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 135^5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განხორციელება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით ან სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M 2 ან M 3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრაობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. სპეციალური რეგულარული გადაყვანის (ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M 2 ან M 3 კატეგორიის) ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრაობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
