საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 152. 9 . სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსება
1. სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის იმგვარად განთავსება, რაც ვერ უზრუნველყოფს ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4750 – ვებგვერდი, 10.06.2019წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. თავი XII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში
