ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა:
1.ეს მუხლი არ ვრცელდება ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ანდა განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირზე. აღნიშნულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238 1 მუხლის შესაბამისად.
