Article 3. იარაღის სახეები
1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად: ა) სამოქალაქო იარაღი; ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების წარდგინებით.
3. იარაღი ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ცივი სასროლი იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. იარაღი ცივ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ცივი იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.9 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6162 - ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ. თავი II სამოქალაქო იარაღი მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები 1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს.
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია: ა) თავდაცვის იარაღი; ბ) სპორტული იარაღი; გ) სანადირო იარაღი; გ 1 ) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა; დ) საკოლექციო იარაღი; ე) სასიგნალო იარაღი; ვ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი; ზ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4304 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
იარაღის შესახებ
