საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 208^1
თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამომცემი მივა დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სახდელის სახით უნდა შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამომცემი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს დაუყოვნებლივ წარუდგენს შესაბამის სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 მუხლი 208 2 . „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და შესაბამისი ოქმის საფუძველზე იღებს დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე. საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
