Article 47. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება (ამ მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული გამონაკლისის გათვალისწინებით) ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით. 1 1 . სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 35 1 მუხლით, მე-40−40 2 ან 42-ე−44-ე მუხლებით ან 44 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
2. ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას.
3. ამ კოდექსის 31-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაოთხმაგებას.
