1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე. 1 1 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილება უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
2.დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. 2 1 . დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
3.თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ამ კოდექსის მე-200 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში ჩამოთვლილი ორგანოები (თანამდებობის პირები) ერთდროულად წყვეტენ ბრალეულის მიერ ქონებრივი ზარალის ანაზღაურების საკითხს, მაშინ საქმეზე მიღებულ დადგენილებაში აღინიშნება ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა, მისი ანაზღაურების წესი და ვადა.
4.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებით უნდა გადაწყდეს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი, აგრეთვე სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისა (ექსპერტისა) და თარჯიმნისათვის ასანაზღაურებული მომსახურების ხარჯების კომპენსაციის საკითხი.
5.კოლეგიური ორგანო დადგენილებას მიიღებს სხდომის მონაწილე კოლეგიური ორგანოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
6.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი, ხოლო კოლეგიური ორგანოს დადგენილებას – კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე და მდივანი.
7.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახდელის ზომის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ან დადგენილება ფორმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.ამ კოდექსის 177 16 ან 177 17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით მიღებული დადგენილება შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მოთხოვნებს, მათი შინაარსის გათვალისწინებით.
9.ამ კოდექსის 177 16 და 177 17 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დადგენილებების მიღების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №598 – სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.174 საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1921 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

