საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 275. დადგენილების აღსრულების საკითხის გადაწყვეტა
1. დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, გარდა ამ კოდექსის 26-ე და 32-ე მუხლებით გათვალისწინებული სახდელების გამოყენების შესახებ დადგენილებებისა, ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე აკისრებენ ჯარიმას, რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ. 1 1 . ამ კოდექსის 208-ე და 208 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების აღსრულებას. დადგენილების გასაჩივრებისას საჩივრის დაკმაყო ფილების შემთხვევაში პირს დაუბრუნდება ჯარიმისა და საურავის სახით, აგრეთვე ამავე კოდექსით დადგენილი წესით ქონებრივი ზარალის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხა. 1 2 . ადმინისტრაციული სახდელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების გამოყენებისას ამ მუხლის საფუძველზე შეჩერებული ვადა სახდელის საერთო ვადაში არ ითვლება. 1 3 . ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე. სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
