საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები
1. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია – მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს (სამართალდამრღვევს) იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია, შეიძლება დაედოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია − მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. 2 1 . სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 52-ე და 57 1 მუხლებით, 57 3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 57 4 , 63-ე, 66-ე, 66 2 –66 5 , 79 2 და 79 3 მუხლებით, 79 4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 79 5 და 79 7 −79 9 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 86 2 , 86 3 და 159 5 –159 9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. [ 2 1 . სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 52-ე და 57 1 მუხლებით, 57 3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 57 4 , 63-ე, 66-ე, 66 2 –66 5 , 79 2 და 79 3 მუხლებით, 79 4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 79 5 და 79 7 −79 9 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 86 2 , 86 3 და 165 12 −165 23 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 2 2 . პირს ამ კოდექსის 177 16 ან 177 17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში. 2 3 . პირს ამ კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
