საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 44^3. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ან ზედამხედველობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა
1. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.
3. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111 საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
