საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 46^8. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან შესაბამისი ჩანაწერის წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა ან იმავე კანონებით გათვალისწინებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა
1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან შესაბამისი ჩანაწერის წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
