საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 66. უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით
1. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 1 1 . სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სათანადო ლიცენზიის გარეშე მოწყობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2 1 . ( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ). 2 2 . ( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ). 2 3 . ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
