საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 87^2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა
Consolidation №627 Verified against the current consolidation · 23 Jun 2026
1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2014 წლის 18 სექტემბრის კანონი №2660 – ვებგვერდი, 02.10.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ.
