სასაზღვრო საზღვაო პორტიდან (ნავმისადგომიდან), რკინიგზის სადგურიდან, ავტოვაგზლიდან (ავტოსადგურიდან), აეროპორტიდან და სხვა სასაზღვრო პუნქტიდან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 99. მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა
Consolidation №639 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
