სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდება, ტრანსპორტირება − იწვევს მწარმოებლის დაჯარიმებას მარკირების გარეშე გამოვლენილი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 288 4 . საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, დაგვიანებით წარდგენა ან/და არასწორად წარდგენა 1. დაქირავებულის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნება ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლა, რაც გამოწვეულია საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობით, დაგვიანებით წარდგენით ან/და არასწორად წარდგენით, – იწვევს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების მქონე პირის დაჯარიმებას ზედმეტად დაბრუნებული ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით.
2.ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება, თუ საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია წარდგენილ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3015 - ვებგვერდი, 30.12.2014წ. მუხლი 288 5 . დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. მუხლი 289. (ამოღებულია) საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3880-სსმI, №69, 15.12.2010წ., მუხ.421 საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5120 - ვებგვერდი, 19.10.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4065 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.



