Article 10. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებების მოსამსახურეთა შტატების დამტკიცება
1. საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურა და მოსამსახურეთა შტატები მტკიცდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად.
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
3. საქართველოს საერთო სასამართლოებისა ( საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა ) და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო .
4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი . 4 1 . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების აპარატების სტრუქტურა და მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა მტკიცდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების შესაბამისად.
5. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა შტატები მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4954-სსმI, №24, 02.07.2007წ., მუხ.217 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3204-სსმI, №34, 09.07.2010წ., მუხ.204 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2363 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2538 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2641 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საჯარო სამსახურის შესახებ
