საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპებია: ა) საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება; ბ) საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა; დ) საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად; ე) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ვ) საქვეყნოობა; ზ) საჯარო სამსახურის უპარტიობა და საერო ხასიათი; თ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა; ი) მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა.
Article 13. საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები
Consolidation №111 Verified against the current consolidation · 21 Jul 2017
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
