1.საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
1.საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიურობის პრინციპის დაცვით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც მისი მომსახურებით სარგებლობს.
4.საჯარო მოსამსახურემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი. საჯარო მოსამსახურემ ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი რესურსებით, რათა არ გაიფლანგოს ისინი.
5.თუ საჯარო მოსამსახურე დააპატიმრეს ან დააკავეს, ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს.
6.საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
7.საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება, სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად.
8.საჯარო მოსამსახურემ გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და კანონიერების პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობის ან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო განკარგულების ან/და დავალების გაცემა.
These lawyers work in the legal area related to this article.