სამხედრო სამსახურში არ მიიღება: ა) პირი, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი; ბ) პირი, რომელმაც ვერ გაიარა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურები; გ) პირი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, − შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი; ე) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ვ) პირი, რომელიც დაავადებულია ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ტოქსიკომანიით ან ვერ აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ზ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
Article 78. სამხედრო სამსახურში მიღების შეზღუდვა
Consolidation №12 Verified against the current consolidation · 13 May 2026
Topics:Service Obligations
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.

