1.2008 წლის 15 აპრილამდე მოქმედი საწარმოები აგრძელებენ საქმიანობას და მათი ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით არ მოითხოვება.
2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ფორმები და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ელექტრონული ფორმით.
3.იმ საწარმოებზე, რომელთა მიმართაც 2008 წლის 15 აპრილისათვის დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, არ ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესები.
4.საწარმოთა იმ წილების მიმართ, რომლებზედაც 2008 წლის 10 მაისამდე არსებული წესით იქნა დარეგისტრირებული გირავნობა სამეწარმეო რეესტრში, გირავნობა გავრცელდება 2008 წლის 10 მაისამდე არსებული წესით მანამ, სანამ არ მოხდება გირავნობის გაუქმება ან მოგირავნესთან შეთანხმებული წესით გირავნობის ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.
5.საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს რედომიცილებისათვის საჭირო წესები და პროცედურები.
6.საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ შეიძლება გამოყენებული იყოს საზოგადოების დაფუძნებისას მისი კაპიტალის (შენატანების ჯამი), საზოგადოების საკუთარი კაპიტალის, საზოგადოების აქციების ნომინალური ღირებულების აქციების რაოდენობაზე ნამრავლის, საწარმოს პარტნიორთა ხმების სრული რაოდენობის მნიშვნელობით. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელთა საფუძველზედაც ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ ჩანაცვლდება სათანადო ტერმინით.
7.ის სუბიექტები, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღრიცხული არიან, როგორც გადასახადის გადამხდელები, და რომელთა მიერ საგადასახადო აღრიცხვის დროისათვის შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი იყო მეწარმე იურიდიული პირის, ასევე უცხო ქვეყნის მეწარმე იურიდიული პირის ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაცია, ჩაითვალონ ასეთად რეგისტრირებულად საგადასახადო აღრიცხვის მომენტიდან.
8.იურიდიული პირი , ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი , რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან / და შრომით მოწყობაში დახმარებასთან , ვალდებულია ამ კანონის მე -5 მუხლის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება 2016 წლის 1 მაისამდე შეიტანოს თავის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში .
9.იმ სამეწარმეო საზოგადოების მიმართ, რომლის წლიური ბრუნვა გასული საგადასახადო წლისათვის არ აღემატება 1 000 000 ევროს ეკვივალენტს ლარში (შესაბამისი საგადასახადო წლის ბოლოსათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით), ამ კანონის 5 8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.36 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3419 - ვებგვერდი, 22.04.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1199 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.


