„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“
Article 18. გარდამავალი დებულებანი
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხები მოხმარდეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას ამ კანონით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებისათვის უზრუნველყოს დამატებითი საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვა.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა) დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“; ბ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა; გ) საჯარო რეესტრში წარსადგენი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა; დ) იპოთეკის ხელშეკრულების ტიპური ფორმა.
4. ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2005 წლის ბოლომდე გადაიხედოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებულ ორგანიზაციებთან დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებები და საჭიროებისამებრ პრეზიდენტის ბრძანებულებით მოხდეს მათი გაუქმება.
