საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 14 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი მარშრუტით, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3161-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.207 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, № 66 , 03.
12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5962 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. მუხლი 14 4 . საფასურის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობა 1. საფასურის გადახდის გარეშე დაუშვებელია საბაჟო კონტროლს/ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა.
2.საფასურის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი უფლებამოსილი ორგანო.
3.(ამოღებულია – 31.05.2011, №4718).
4.ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საფასური დაბრუნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3161-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.207 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, № 66 , 03.
12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 31 მაისის კანონი №4718 - ვებგვერდი, 10.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5962 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. IV. საავტომობილო გზებით სარგებლობა


