1.რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ: ა) შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნე ბ რივი რესურსებით სარგებლობას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვას; დ) აკვაკულტურის ნებართვისადმი დაქვემდებარებულ აკვაკულტურის საქმიანობას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობენ ბუნებრივი რესურსებით.
3.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულ იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისგან. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6411 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
