Article 7. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე‑2 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ხელმისაწვდომობა და მას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ.
3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან. მუხლი 7 1 . სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინება 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე (შემდგომ − დაცული სადგომი) ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაყვანასა და დგომას.
2. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გაყვანის შესახებ და ამ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაუყოვნებლივ, მაგრამ მისი გამოცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უგზავნის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირს (პირებს). აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად დადგენილი ვადა უნდა იყოს ამ აქტის ამ პირისთვის (პირებისთვის) ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე. ეს ვადა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის უზრუნველყოფის სათანადო გარანტიის წარდგენისას შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 24 თვით.
