1.საავტომობილო გზებით მოსარგებლენი მგზავრობა-ტვირთზიდვის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან ამ კანონის მოთხოვნები და საგზაო მოძრაობის წესები.
2.საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს, რომელთა მიზეზით დაზიანდება გზის საფარი, გვერდულები, მიწის ვაკისი, დამცავი მოწყობილობა, ხიდები, გზაგამტარები, წყალამრიდი და სხვა ნაგებობანი, ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზარალი.
3.საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოდერნიზაციისას კომუნიკაციების გადატანა ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებით, რომელთა ბალანსზეც ირიცხება კომუნიკაციები, საგზაო ორგანოებთან ხელშეკრულების საფუძველზე; თუ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით, მათი გადატანა ხდება მესაკუთრის ძალებითა და ხარჯებით. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54
