ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ
Article 3
1. მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ყოველ ავტომოტოტრანსპორტზე. მფლობელი, რომელიც არ დააზღვევს თავის სამოქალაქო პასუხისმგებლობას ამ კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მას ეკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ამ კანონით განსაზღვრული წესითა და ოდენობით.
2. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს ეძლევა სადაზღვევო პოლისი წარმდგენზე, რომელშიც ფიქსირდება ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური მონაცემები. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 3059 - სსმ I, № 29 , 1 8 .0 9 . 2003 წ., მუხ. 219
