საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
Article 13. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებანი
იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ვალდებულნი არიან: ა) დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი; ბ ) ჯანდაცვის ორგანოების მუშაკებთან ერთად უზრუნველყონ მძღოლის წინასარეისო სამედიცინო შემოწმება ( გარდა რეგულარული გადაყვანისა და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევებისა ), აგრეთვე განახორციელონ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევისას დაშავებულისათვის მძღოლის მიერ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ჩვევების შესწავლის ღონისძიებები ; გ) უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებთან, არ დაუშვან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4058 - სსმ №74,24.12.2010 წ.,მუხ.453
