საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
Article 9^1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1544 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.127
