„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
Article 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა − სასარგებლო წიაღისეულის, ტყის რესურსების, ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების გარემოდან ამოღება; ბ) (ამოღებულია); გ) პირი – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64 საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5950 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
