ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საგადასახადო ვალდებულება – სახელმწიფოს წინაშე ფულადი ფორმით გამოხატული ვალდებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით და „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ექვემდებარება დეკლარირებას ან/და გადახდას; ბ) დაფარული ქონება (შემოსავალი) – ქონება (შემოსავალი), რომელიც ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა მიიღეს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 199-ე, მე-200, 201-ე, 204-ე, 209-ე, 210-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.
ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ





