ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
2.ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317 მუხლი 19 3 . აუქციონის გამოცხადება და ორგანიზება 1. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება შესაბამის ინტერნეტგვერდზე, ადგილობრივ ან/და სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში.
2.ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ინტერნეტგვერდზე.
3.აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4.აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან გადაიხადოს ბე. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.
5.აუქციონში მონაწილეობის მსურველი აუქციონატორს წარუდგენს განაცხადს. განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია.
6.აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა ქონების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ ) ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ანგარიშზე, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.
9.თუ უფლებამოსილმა ორგანომ გააუქმა ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა დაუბრუნდება.
10.თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, ამ თვითმმართველი ერთეულის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება განმეორებით აუქციონად. განმეორებით აუქციონზე თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ თვითმმართველი ერთეულის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
11.თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445 მუხლი 19 4 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება და გარიგების ბათილობა 1. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.
2.აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.
3.თვითმმართველი ერთეულის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
4.თვითმმართველი ერთეულის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445 მუხლი 19 5 . თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის საწყისი ოდენობის განსაზღვრა 1. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.
2.თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
3.თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობის ქირის საწყის ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.
4.თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.
5.თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.
6.თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
7.თვითმმართველი ერთეულის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
8.პირდაპირი განკარგვის წესით თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445 საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5855 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.
1. თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად. 2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317 მუხლი 19 3 . აუქციონის გამოცხადება და ორგანიზება 1. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება შესაბამის ინტერნეტგვერდზე, ადგილობრივ ან/და სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში. 2. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ინტერნეტგვერდზე. 3. აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან გადაიხადოს ბე. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში. 5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი აუქციონატორს წარუდგენს განაცხადს. განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია. 6. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა ქონების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ ) ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ანგარიშზე, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები. 9. თუ უფლებამოსილმა ორგანომ გააუქმა ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა დაუბრუნდება. 10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, ამ თვითმმართველი ერთეულის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება განმეორებით აუქციონად. განმეორებით აუქციონზე თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ თვითმმართველი ერთეულის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 11. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445 მუხლი 19 4 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება და გარიგების ბათილობა 1. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. 2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. თვითმმართველი ერთეულის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 4. თვითმმართველი ერთეულის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445 მუხლი 19 5 . თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის საწყისი ოდენობის განსაზღვრა 1. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები. 2. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. 3. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობის ქირის საწყის ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. 4. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის. 5. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადება და მის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებმიერ ამიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას .ხელშეკრულებას. 6. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს. 7. თვითმმართველი ერთეულის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. 8. პირდაპირი განკარგვის წესით თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445 საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5855 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.
These lawyers work in the legal area related to this article.