ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 115. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემა
1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის წესებს, ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს ამ კანონის შესაბამისად ადგენს საქართველოს მთავრობა.
2. თბილისის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ამ ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურად საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მიღებული თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ფასი განისაზღვროს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევებზე.
