სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ფორმები 1. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით , გარდა ამ კანონის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტით და 6 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა . 1 1 . ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს აუქციონის და კონკურსის ფორმებით. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2.(ამოღებულია).
3.აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს , რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს , ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს , რომელიც აიღებს ვალდებულებას , დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები , და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს .
4.(ამოღებულია).
5.სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა.
6.სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და რომლის ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა. 6 1 . იჯარით გადაცემულ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 6 2 . სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
7.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის დებულებებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (გარდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისა) ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
8.ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს ქალაქ თბილისის საკრებულო ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №371-სსმI, №25, 27.08.2004წ., მუხ.120 საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1897-სსმI, №42, 29.07.2005წ., მუხ.304 საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3085-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.161 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №204-სსმI, №15, 22.07.2008წ., მუხ.112 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2519-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.13 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3165-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.209





