Article 21^4. მასწავლებლობის მაძიებელი
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად.
3. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა. 3 1 . პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სავალდებულო საგნის სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კვალიფიკაციის შესაბამისი საგნით მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთვება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გარეშე. 3 2 . პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე დაადასტუროს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია, თუ მას აღნიშნული საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება.
