დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
Article 37. სამუშაოს მაძიებლის უფლებები
1. სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს: ა) შეთავაზებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს; ბ) მიიღოს ვაკანსიისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების ან მასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; გ) მიიღოს რჩევა კარიერის დაგეგმვის საკითხზე; დ) მოითხოვოს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მონაწილეობა ან, პირადი, დასაბუთებული ინტერესებიდან გამომდინარე, − აღნიშნულ გეგმაში ცვლილების შეტანა; ე) სააგენტოს მიერ შეთავაზებული მომსახურება უფასოდ მიიღოს.
2. სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიმართ ამ კანონის პრინციპების გამოყენება.
