Article 28^1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა; ბ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მომზადება; გ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადების უზრუნველყოფა; დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების რეგისტრაცია; ე) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის შემუშავება; ვ) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება; თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულების შემუშავება და მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის განხორციელება; ი) ( ამოღებულია - 11.07.2009, №1385 ) ; კ) მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა; ლ) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; ლ 1 ) მოსწავლის ქცევის კოდექსისა და დირექტორის ეთიკის კოდექსის შემუშავება; მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3292 - სსმ I, №37, 14.07.2010წ., მუხ.223 საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №918 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3243 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ზოგადი განათლების შესახებ
