1.
1.
Closest in meaning — including in other laws
ზოგადი განათლების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2 1 . ამ კანონის 27-ე მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების: ა) დირექტორი შეიძლება იყოს სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მასზე არ ვრცელდება ამ კანონის VIII თავით დირექტორისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა იმავე თავის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა; ბ) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მათ შორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომლის, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, დანიშვნა და განთავისუფლება რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 2 2 . დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება იყოს განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რომელსაც მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
3.დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 3 1 . დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია დირექტორის მოადგილის შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის, დროებითი შრომისუუნარობის ან დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შესრულება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს.
4.მინისტრი უფლებამოსილია დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი. 4 1 . არჩეული დირექტორის ან დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
5.დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამოსილება. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273 საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4488 - ვებგვერდი, 15.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4791 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4204 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტერიისაგან. 2. დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2 1 . ამ კანონის 27-ე მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების: ა) დირექტორი შეიძლება იყოს სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მასზე არ ვრცელდება ამ კანონის VIII თავით დირექტორისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა იმავე თავის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა; ბ) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მათ შორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომლის, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, დანიშვნა და განთავისუფლება რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 2 2 . დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება იყოს განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რომელსაც მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა. 3. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 3 1 . დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია დირექტორის მოადგილის შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის, დროებითი შრომისუუნარობის ან დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შესრულება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს. 4. მინისტრი უფლებამოსილია დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი. 4 1 . არჩეული დირექტორის ანარჩევა დანიშნულიან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციადანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. 5. დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამოსილება. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273 საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4488 - ვებგვერდი, 15.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4791 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4204 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
The amendments this article has been through
art 41(4): Expanded director's authority to investigate school compliance, request materials, and receive annual reports.
amending act №6533532These lawyers work in the legal area related to this article.